ბათუმის მოვლენებზე ბრალდებულებს, მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლის საფუძველზე 1,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
თავდაპირველად, გამოძიება აღნიშნულ პირებს 225-ე მუხლის საფუძველზე ედავებოდა, რაც მასობრივ არეულობასა და ორგანიზებას გულისხმობდა, თუმცა მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდა.
როგორც მოსამართლე დავით მამისეიშვილმა განაცხადა, მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდა, თუმცა 226-ე მუხლის საფუძველზე მათ ძალადობრივ აქციაში მონაწილეობა მიიღეს.
სასამართლო დარბაზში განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა. ადგილზე იმყოფებიან ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები.
როგორც ირაკლი ჩხვირკიას დედა, ციცო ოტობაია აცხადებს, მოსამართლემ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.

