მუხიანში “ორი ნაბიჯის” მაღაზია დააყაჩაღეს

მუხიანში, დუმბაძის გამზირზე მდებარე ქსელური სუპერმარკეტ “ორი ნაბიჯის” მაღაზია დააყაჩაღეს. ადგილობრივების ინფორმაციით, თანამშრომლებს მაღაზია დღეს დილით გატეხილი დახვდათ.

ადგილზე ამ წუთებში კრიმინალური პოლიცია მუშაობს.

ჯერჯერობით უცნობია, რა ზარალი მიაყენეს მაღაზიას მძარცველებმა.