მუშტაიდის ბაღთან შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

დავით ყიფიანის ქუჩაზე, მუშტაიდის ბაღთან შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

ინფორმაცია „პირველს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.