ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა მძიმეა

ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა მძიმეაყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი 32 წლის ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. პაციენტს ნაკვეთი ჭრილობების სახით სხეულის მრავლობითი დაზიანებები აქვს. ქალი ამჟამად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია და ჯერჯერობით უცნობია როდის გადაიყვანენ პალატაში.

11 იანვარს თბილისში, წმინდა ბარბარეს უბანში კაცმა ყოფილი მეუღლე და მისი მეგობარი დაჭრა. 32 წლის ქალსა და 36 წლის კაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.