ქუთაისის #2 სამშობიაროს მთავარ ექიმს, ირაკლი მერკვილაძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა.
ექიმი სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს.
საქმე ეხება 5 წლის წინ მომხდარ შემთხვევას. მერკვილაძეს მოქალაქე შვილის გარდაცვალებაში დებს ბრალს.
როგორც imedinews-ს დაზარალებულმა ალა მატინოვამ განუცხადა, ამ დღეს ის 5 წელი ელოდა, მას შემდეგ, რაც მისი 22 წლის შვილი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა.
მატინოვას თქმით, გარდაცვალების მიზეზი ექიმის უყურადღებობა გახდა.

