ქუთაისის კლუბში დაცვის თანამშრომელი დაჭრეს

ქუთაისის კლუბში დაცვის თანამშრომელი დაჭრესქუთაისში, ერთ-ერთ კლუბში დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი კერძო დაცვის სამსახურის თანამშრომელსა და მოქალაქეებს შორის მოხდა, რომლებიც ბარში შესვლას ცდილობდნენ.
“ხუთი თუ ექვსი პირი კაფე-ბარში შესვლას და ალკოჰოლის შეტანას ცდილობდა, რასაც ჩხუბი მოჰყვა, რომლის დროსაც ბარის დაცვის თანამშრომელი დაიჭრა,” – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველებმა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამველები და სასწრაფო დახმარების სამსახური. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ინტერპრესნიუსი