რა სთხოვა ექსპერტს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დედამ – “რაც ჩემმა შვილმა დააშავა, იმისთვის პასუხი უნდა აგოს”

რა სთხოვა ექსპერტს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დედამ - "რაც ჩემმა შვილმა დააშავა, იმისთვის პასუხი უნდა აგოს"რა სთხოვა ექსპერტს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დედამ - "რაც ჩემმა შვილმა დააშავა, იმისთვის პასუხი უნდა აგოს"ხორავას ქუჩაზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმეში, რომელშიც მოზარდები მონაწილეობდნენ, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ჩაერთო. რა სთხოვა მას ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დედამ და სინამდვილეში რამდენი დამნაშავე ან დაზარალებულია ამ საქმეში? – “კვირის პალიტრას” მაია ნიკოლეიშვილი ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
– საქმეში ერთ-ერთი ბრალ­დებულის, გ.ბ.-ს ოჯახის მოთხოვნით ჩავერთე. ვგულისხმობ ლევან დადუნაშვილის მკვ­ლელობაში ეჭვმიტანილ მო­ზარდს.­ მისი ოჯახის პოზიციამ გამაოცა, არასდროს დამავიწყდება ბრალდებულის დედის სიტყვები: “რაც ჩემმა შვილმა დააშავა, იმისთვის პასუხი უნდა აგოს, სხვაგვარად მე ვერ ვიცხოვრებ. თუმცა, რაც არ დაუშავებია, არ უნდა დაჰბრალდეს და ჩვენი დაცვის არსიც სწორედ ამაში მდგომარეობს”. საქართველოში, როგორც წესი, ყველა დედა ამბობს, ჩემი შვილი ცამდე მართალიაო და ამ ქალისადმი პატივისცემით განვეწყვე. მე მხოლოდ იმ პირობით მოვკიდე ამ საქმეს ხელი, რომ ვიქნები ობიექტური, დამოუკიდებელი ექსპერტი და ჩემი დასკვნა არავის დასაცავად არ იქნება მიმართული.
– გ.ბ. დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს?

დუმილის უფლებას იყენებს. ალბათ ჯობს, ამაზე მე არ ვილაპარაკო, ის კი შემი­ძლია დაგიდასტუროთ, რომ თვითონ ბრალდებულსაც აქვს სხეულზე დაზიანებები, ოღონდ რა ტიპის, ნება მომეცით, არ ვთქვა. ამ დაჭრებსა და მკვლელობებს ჰქონდა წინა პირობა, რაზეც არავინ ლაპარაკობს. გაუგებარია, რატომ არის ამოვარდნილი საქმის კონტექსტიდან ეს ეპიზოდი. იყო დიდი ჩხუბი, ჯგუფური, უამრავი ადამიანის მონაწილეობით, რასაც იურიდიული კვალიფიკაცია უნდა მიეცეს.
ამ ფაქტს უამრავი მოწმე ჰყავდა, რომლებიც რეკავდნენ სასწრაფო დახმარების გამოსაძახებლად, ახლა კი შიშით, ხათრით თუ სხვა ფაქტორის გამო ხმას აღარ იღებენ. ეს სამოქალაქო უპასუხისმგებლობაა. მოზარდებს რა უნდა ელაპარაკო, როცა გამოძიებასთან სრულწლოვნები არ თანამშრომლობენ…

ეკა ასათიანი, კვირის პალიტრა