თბილისის ცენტრში, აზერბაიჯანულ რესტორან „აღა“-ში, დაბადების დღეზე ერთმა პირმა, რომელმაც წვეულების 3 სტუმარი დაჭრა, გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალი საბა შამუშიაა.
შემთხვევის დროს, იუბილარის მეგობრებიდან ერთი მძიმედ, ორი კი შედარებით მსუბუქადაა დაშავებული. ისინი საავადმყოფოში არიან მოთავსებულები, ერთ-ერთ დაჭრილს არტერია აქვს დაზიანებული, რის გამოც მისი მდგომარეობა მძიმეა.
მომდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

