რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრის ერთ-ერთი მეწილე საკუთარ კაბინეტში მოკლული იპოვეს.
“ნიუპოსტის” კორესპოდენტის ცნობით, მოკლულია სოსო ქუთათელაძე.
ქუთათელაძე ყოფილი პარლამენტარია, ის საკანონმდებლო ორგანოში “ნაციონალური მოძრაობის” კვოტიოთ მოხვდა. ბოლო პერიოდში კი ბიზნესსაქმიანობით იყო დაკავებული.
როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.

