შოთა შალელაშვილს 270.000 ევროდ შეძენილი 3 მაჯის საათი აქვს – როგორია დეპუტატის და მისი მეუღლის ქონება

შოთა შალელაშვილს 270.000 ევროდ შეძენილი 3 მაჯის საათი აქვს - როგორია დეპუტატის და მისი მეუღლის ქონებაქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება საქართველოში 2.800-ზე მეტ თანამდებობის პირს აქვს. მათ შორის არიან: პრეზიდენტი, პარლამენტის წევრები, მინისტრები და მათი მოადგილეები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საბჭოს წევრები და ა.შ.
ჩვენ გადავწყვიტეთ გვენახა, როგორ შეიცვალა პარლამენტის ერთ-ერთი უმდიდრესი წევრის, შოთა შალელაშვილის ქონება ბოლო ერთი წლის განმავლობაში.
2017 წლის 30 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, შალელაშვილი ფლობს ისრაელში მდებარე 650 კვადრატული მეტრი ფართობის ბინის 50%-იან წილს, 4.000 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთსა და 165 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას; ასევე მის საკუთრებაშია 155 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა რუსეთში; 259.12 კვ. მეტრი ფართობის ბინა თბილისში და დაბა კულაში მდებარე 600 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი.
მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილები MERCEDES S-500, NISSAN TEANA, MERCEDES GL-450, AUDI S8, ასევე Mercedes-Maybach S 560, რომელიც 2017 წელს 153 ათას ევროდ შეიძინა.

მის საკუთრებაშია 3 მილიონ დოლარად შეძენილი 4 ფერწერული ტილო და 270.000 ევროდ შეძენილი 3 მაჯის საათი.
რაც შეეხება დეპუტატის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, შალელაშვილს BANK LEUMI ISRAEL-ის მიმდინარე ანგარიშზე 2.308,37 შეკელი, დეპოზიტზე – 259.651,02 დოლარი; „თი-ბი-სი ბანკის“ საბარათეზე – 48,732 დოლარი; „ბანკი ქართუს“ მიმდინარე ანგარიშზე – 661.706,73 დოლარი და 567,28 ლარი; დეპოზიტებზე ჯამში – 6 მილიონი დოლარი; საბარათეზე – 11.246,66 დოლარი და 24.372,11 ლარი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 10.000 დოლარი და 1.000 შვეიცარული ფრანკი ჰქონდა.
რაც შეეხება დეპუტატის ოჯახის წევრების საკუთრებას, შოთა შალელაშვილის მეუღლე ფლობს ისრაელში მდებარე 650 კვადრატული მეტრი ფართობის ბინის 50%-იან წილს; მიწის ნაკვეთებს ქობულეთში, რომელთა საერთო ფართი 21 ათას კვადრატულ მეტრს აღემატება. მის საკუთრებაშია ასევე ქობულეთში მდებარე 4.428 კვადრატული მეტრი ფართობის, 8.739 კვ. მეტრისა და 221,9 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელი ფართები.
მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი FORD EXPLORER-ი; 120.000 ევროდ შეძენილი 3 ბეჭედი; 160 ათას ევროდ შეძენილი 2 საყურე; 3 სამაჯური, რომელიც 150.000 დოლარად აქვს შეძენილი; 250 ათას გირვანქა სტერლინგად ნაყიდი 2 ყელსაბამი და 120.000 ევროდ შეძენილი 3 საათი.
ამასთან, ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში დეპუტატის მეუღლეს ნაღდი ფულადი თანხის სახით 6.000 დოლარი ჰქონდა.

ბიპიენი