სოხუმში მორგი გაძარცვეს

სოხუმში მორგი გაძარცვეს.

როგორც აფხაზური მედია იტყობინება, შემთხვევა წუხელ მოხდა. თავდამსხმელებმა კარი გატეხეს, მორგში შეაღწიეს და სეიფიც გატეხეს.

აფხაზური მედიის ცნობითვე, ექსპერტიზის ეროვნული ბიურო კომენტარს არ აკეთებს . ადგილზე კი საგამოძიებო ჯგუფია მობილიზებული.