ტაქსისტ ზაზა გუმბერიძის ცემაში ბრალდებული პოლიციაში 1996 წელს მუშაობდა

ტაქსისტ ზაზა გუმბერიძის ცემაში ბრალდებული პოლიციაში 1996 წელს მუშაობდააეროპორტის გზაზე მომხდარ დაპირიპირებაში მონაწილე ორი პირი დაკავებულია – ამის შესახებ “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

საუბარია მოქალაქე ზაზა გუმბერიძის ცემის ფაქტზე, რომელიც ყვება, რომ მას სასტიკად იმის შემდეგ გაუსწორდნენ, რაც შესაბამისი ამკრძალავი ნიშნის გამო გზის დათმობა ვერ შეძლო.

მძღოლი აცხადებს, რომ თავდამსხმელები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან, რასაც გახარია უწყებაში კატეგორიულად უარყოფენ.

მათი თქმით, ერთ-ერთი დაკავებული პოლიციაში 1996 წელს მუშაობდა.

დაკავებულებს გამოძიება ხულიგნობას და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით და ასევე, 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.