ტაქსისტი ზაზა გუმბერიძე აეროპორტის გზაზე სასტიკად ცემეს – ოჯახი ამბობს, რომ თავდამსხმელები პოლიციელები იყვნენ

ტაქსისტი ზაზა გუმბერიძე აეროპორტის გზაზე სასტიკად ცემეს - ოჯახი ამბობს, რომ თავდამსხმელები პოლიციელები იყვნენაეროპორტის გზაზე, შეიარაღებული პირები ტაქსის მძღოლს სასტიკად გაუსწორდნენ, რომელიც სასტიკადაა ნაცემი და საავადმყოფოშია მოთავსებული.
ზაზა გუმბერიძის თქმით, მას სასტიკად იმის შემდეგ გაუსწორდნენ, რაც შესაბამისი ამკრძალავი ნიშნის გამო გზის დათმობა ვერ შეძლო.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 2 პირი.
დაზარალებულის ოჯახის წევრების თქმით, თავდამსხმელები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან.

– მიწაზე წააქციეს, უმოწყალოდ სცემდნენ და მუშები რომ არ ყოფილიყვნენ მოკლავდნენ, წინააღმდეგობა, რომ გაეწია დახვრეტდნენ. მე აქ ვუსმენდი პატრულის თანამშრომელს და ლაპარაკობდნენ, რომ თანამშრომლები არიან, მე ვეჭვობ, რომ პოლიციელები არიან, – განაცხადა ,,კურიერთან” კობა გუმბერიძემ, დაზარალებულის ძმამ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახის ვერსიას უარყოფს და აცხადებს, რომ ორივე პირი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით და ასევე, 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ნიუპოსტი