თბილისის რესტორან ”აღა”-ში დაბადების დღეზე მიწვეულმა მომღერალმა 3 სტუმარი დაჭრა

თბილისის რესტორან ”აღა”-ში დაბადების დღეზე მიწვეულმა მომღერალმა 3 სტუმარი დაჭრათბილისის ცენტრში, აზერბაიჯანულ რესტორან „აღა“-ში, დაბადების დღეზე ერთმა პირმა წვეულების სამი სტუმარი დაჭრა. იუბილარის მეგობრებიდან ერთი მძიმედ, ორი კი შედარებით მსუბუქადაა დაშავებული. ისინი საავადმყოფოში არიან მოთავსებულები, ერთ-ერთ დაჭრილს არტერია აქვს დაზიანებული, რის გამოც მისი მდგომარეობა მძიმეა.

შსს-ს ინფორმაციით დაჭრაში დაკავებულია და წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით პირი, რომელმაც წვეულების სტუმრები დაჭრა, წვეულებაზე სპეციალურად მიწვეული მომღერალი იყო.

საქმეზე ძიება 120-ე მუხლით მიმდინარეობს.

ნიუპოსტი