თბილისში, დადიანის ქუჩაზე კლინიკა “მედი” გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, კლინიკის შიდა და გარეთ დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირეს, რომ ამ დრომდე დაუდგენელი პირები არასრულწლოვანები არიან.
ჯერჯერობით უცნობია, რა წაიღეს ქურდობაში ეჭვმიტანილებმა.
“პირველს” მომხდარ ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების პრესსამსახურის თქმით, მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლის, მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
დაუდგენელი პირების გამოსავლენად, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

