პეკინის გამზირზე “დელფოსის” მაღაზია გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, მაღაზიიდან ძვირფასეულობა არ არის წაღებული, თუმცა წინასწარი ინფორმაციით თანამშრომლებს სალაროდან ფული წაღებული დახვდათ.
როგორც “ნიუპოსტს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ.

