თენგიზ გავაშელი, რომელმაც თბილისის პროკურორის მოადგილე გიორგი გაბოძე ცემა, დაკითხვისთვის მზადაა

თენგიზ გავაშელი, რომელმაც თბილისის პროკურორის მოადგილე გიორგი გაბოძე ცემა, დაკითხვისთვის მზადააპირი, რომელმაც თბილისის პროკურორის მოადგილე გიორგი გაბოძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მის დაკითხვას ითხოვს. შესაბამისი განცხადება თენგიზ გავაშელმა მთავარ პროკურატურაში უკვე შეიტანა.
გავაშელი მიმალვის ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ მზადაა გამოძიებას ჩვენება მისცეს.
ამასთან, როგორც “ინტერპრესნიუსს” გავაშელის ადვოკატმა თამარ აბესაძემ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის დღევანდელ დღემდე უცნობი იყო, რომ პირი, ვისთანაც მას კონფლიქტი მოუვიდა, პროკურატურის თანამშრომელი იყო.
– თენგიზ გავაშელმა განცხადება უკვე ჩააბარა მთავარ პროკურატურაში ნებაყოფლობით გამოცხადების შესახებ ახსნა-განმარტების მიცემის მიზნით. ის განმარტავს, რომ არსად არ იმალება და მზადაა გამოცხადდეს სამართალდამცავ ორგანოებში ნებისმიერ დროს, – განაცხადა აბესაძემ.

გიორგი გაბოძემ საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადა.
მთავარ პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ პროკურატურის თანამშრომელს მოქალაქემ, რომელიც ტაქსით გადაადგილდებოდა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.