ვინ გადასცა ჩანაწერების სანაცვლოდ 3.000 ლარი “ოცნების” ყოფილ აქტივისტს – შსს დალაქიშვილის საქმეზე ოპერატიულ ვიდეოს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო “ქართული ოცნების” ყოფილი მხარდამჭერის გოგიტა დალაქიშვილის საქმეზე ოპერატიულ ვიდეო მასალას ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მოქალაქე დ.ე.-ს მისთვის საინტერესო კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი 3.000 ლარი მოსთხოვა. სამართალდამცველებმა გ.დ. თბილისში, მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, როდესაც მას დ.ე.-მ მოთხოვნილი თანხა გადასცა.

ნიუპოსტი