ზვიად კუპრავა დანით თავში დაჭრეს

ზვიად კუპრავა დანით თავში დაჭრესზვიად კუპრავას თავს დაესხნენ. ამის შესახებ ზვიად კუპრავამ ფეისბუქზე დაწერა:

“დღეს, გვიან ღამით ჩემთვის უცნობი პიროვნება დამესხა თავს, რომელმაც დანით მომაყენა ჭრილობა თავის არეში.
ვიმყოფები ღუდუშაურის საავადმყოფოში.”

დაშავდა მასთან ერთად მყოფი მეუღლეც, მას ხელი აქვს მოტეხილი. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ისინი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანა.