„51-ე სკოლასთან მომხდარი მკვლელობის მონაწილე „ოცნების“ დეპუტატის შვილია“

„51-ე სკოლასთან მომხდარი მკვლელობის მონაწილე „ოცნების“ დეპუტატის შვილია“არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მონაწილე ,,ქართული ოცნების” მოქმედი დეპუტატის არასრულწლოვანი შვილია, – ამის შესახებ კუპრავამ სოციალურ ქსელში დაწერა. კუპრავა ამასთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაციის გასაჯაროებას უახლოეს მომავალში გეგმავს:

„51-ე სკოლასთან მომხდარი ტრაგედიის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, ,,ქართული ოცნების” მოქმედი დეპუტატის არასრულწლოვანი შვილია…

პროკურატურის დადგენილებაში, სადაც ისინი, სხვა არასრულწლოვნების გვარების დასახელების შემდეგ, ჩხუბის მონაწილე რამოდენიმე არასრულწლოვანს მოიხსენიებს ტერმინით ,,და სხვები”, აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი სწორედ ამ დეპუტატის შვილია, რომლის გვარსაც პროკურატურა მალავს.

გარდა დეპუტატისა, ასევე არსებობენ ჩხუბში მონაწილე არასრულწლოვნები, რომელთაც აგრეთვე მალავს გამოძიება…

მაგალითისთვის… მორიგი ერთ-ერთი, კახა კალაძესთან დაახლოებული ქალბატონის, გავლენიანი ოჯახის შვილია, რომელიც ასევე სარგებლობს პროკურატურის იმუნიტეტით ,,და სხვები”.

ამ ეტაპზე, თავს შევიკავებ სახელების და გვარების დასახელებისგან, თუმცა რამოდენიმე დღეში აუცილებლად გავასაჯაროებ მათ (ვგულისხმობ მშობლებს) და არა მხოლოდ მათ ვინაობას.“- წერს ზვიად კუპრავა.

ის ამასთანავე წერს იმასაც რომ აღნიშნულ დაპირისპირებაში 21-ს სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.

“ხორავას ქუჩაზე, გარდა 51-ე და პირველი სკოლისა, ჩხუბში ასევე მონაწილეობდბენ 21-ე სკოლის მოსწავლეები, დაახლოებით 4 მოსწავლე.

იცის თუ არა ამის შესახებ პროკურატურამ და რატომ მალავს ფაქტებს, რაც საზოგადოების დიდ ინტერესს წარმოადგენს?!”- წერს კუპრავა