აღმაშენებლის გამზირზე ლომბარდი გაძარცვეს

აღმაშენებლის გამზირზე 140 ნომერში მდებარე ლომბარდთან პოლიციაა მობილიზებული, შემოსაზღვრულია მიმდებარე ტერიტორია. არსებული ინფორმაციით, ობიექტი გაძარცვეს. წაღებულია გარკვეული რაოდენობის თანხაც.

ამ დროისთვის ლომბარდში სამართალდამცველები იმყოფებიან.

გაძარცვის ფაქტს შსს-ში ადასტურებენ. შესაბამისად, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.

იმედინიუსი