ბრიტანეთის პოლიციამ “სიმპსონების” მეთოდი დამნაშავეთა დასაკავებლად გამოიყენა

ბრიტანეთის პოლიციამ "სიმპსონების" მეთოდი დამნაშავეთა დასაკავებლად გამოიყენაინგლისის საუთ-იორკშირის საგრაფოს პოლიციამ 21 დამნაშავე დააკავა მეთოდით, რომელიც მულტსერიალ “სიმპსონებშია” ნაჩვენები.
პოლიციელებმა დაამზადეს არარსებული ფირმის სარეკლამო ფურცლები და ისინი გააგზავნეს მისამართებზე, სადაც სავარაუდოდ დამნაშავეები იმალებოდნენ. თუ ისინი საშობაო საჩუქარის უფასოდ მიღებაზე თანხმდებოდნენ, უბრალოდ საჩუქარის მიღების ადგილი და ვადა უნდა მიეთითებინათ.
შედეგად ძარცვებში, თავდასხმებსა და სხვა მსგავს კანონდარღვევებში ეჭვმიტანილებს კურიერების მაგივრად სამართალდამცავებმა მიაკითხეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი მეთოდი “სიმპსონების” მეცხრე სეზონის მერვე სერიაში პოლიციის შეფმა ვიგამმა გამოიყენა, რომელმაც დამნაშავეები უფასო ძრავიანი ნავების დარიგებაზე მიიწვია.
უცნობია ასეთი იდეა ბრიტანელ პოლიციელებს თავად დაებადათ თუ მათ მულტსერიალიდან გადაიღეს, მაგრამ ეს თუ მართლაც ასეა, მაშინ “სიმპსონები” აპლოდისმენტებს იმსახურებენ.