ელისო კილაძე თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზეა დაბარებული. საქმე ეხება სატელეფონო მუქარას, რომელსაც ჟურნალისტის თქმით ვინმე პავლე ლატარია ახორციელებდა.
როგორც ელისო კილაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, აღნიშნული პირი მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ემუქრებოდა. ელისო კილაძე ამ ფაქტს, ირაკლი ღარიბაშვილის ახლო გარემოცვას უკავშირებს:
– პირველი ზარის დროს მან მითხრა, რომ ის იყო გლდანის ციხის პატიმარი და ჩემ შვილთან ერთად იხდიდა სასჯელს, რაც იმთავითვე იყო ტყუილი, რადგან ჩემი შვილი ის ოთხი თვე, რაც იყო უკანონო პატიმარი, სრულიად სხვა პიროვნებასთან ერთად იზოლირებულ საკანში იჯდა. მეორე ზარის შემთხვევაში, პირდაპირ გადავიდა გინებაზე. განსაკუთრებული დიდი აგრესიით, ჩემი მისამართით სოციალურ ქსელებში გამოირჩევიან ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ახლო გარემოცვის წევრები. ეს არ არის ერთადერთი მუქარა. მე მემუქრებიან სხვადასხვა ადამიანები, ღია ტექსტებით. – განაცხადა ელისო კილაძემ.
ნიუპოსტი

