ზუგდიდში პოლიციის სამმართველოსთან გარემოვაჭრეები არიან შეკრებილნი, ისინი გარემოვაჭრის ლალი ლემონჯავას დაკავებას აპროტესტებენ, რომელიც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მათი თქმით გარემოვაჭრეებს ისედაც თეთრებზე უწევთ მუშაობა და მისთვის ჯარიმის გამოწერა, უსამართლობა იქნება.
პოლიციის სამმართველოსთან შელაპარაკება მოხდა პოლიციის უფროსსა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ ანი წითლიძეს შორის.
გარემოვაჭრეები ზუგდიდის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ.
ნიუპოსტი

