გიგი უგულავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო

გიგი უგულავა სასამართლომ დამნაშავედ ცნოთბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას სასამართლომ 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ყოფილ მერს ბრალად თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვა ედებოდა მაგრამ მოსამართლის გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით წარდგენილი ბრალი ამავე კოდექსის 333-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა, რაც გამოტანილმა განაჩენმა შთანთქა და სასჯელი მას მოხდილად ჩაეთვლება.