გურჯანიის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსად თამაზ თამაზაშვილი დაინიშნა

გურჯანიის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსად თამაზ თამაზაშვილი დაინიშნაგურჯაანის პოლიციის რაიონულ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს.

შოთა მოსულიშვილი ამ თანამდებობაზე 41 წლის თამაზ თამაზაშვილმა შეცვალა.

საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შსს-ში დაუდასტურეს.

ცვლილებებია სხვა უწყებებშიც, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის სამმართველოს უფროსის თანამდებობა დატოვა გიორგი რუაძემ.

აღნიშნულ სამსახურს უხელმძღვანელებს გიორგი ჩარკვიანი, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებას ორ კვირაზე მეტია შეუდგა.