მეტრო „თავისუფლების მოედანზე“ დაკავებულებს 1.000 და 500 ლარიანი ჯარიმები დაეკისრათ

მეტრო „თავისუფლების მოედანზე“ დაკავებულებს 1.000 და 500 ლარიანი ჯარიმები დაეკისრათმეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ დაკავებულები თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო.
დაკავებულ 2 პირს ხულიგნობისა და სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევა ედებოდათ ბრალად, რომლებიც სასამართლომ კანონდამრღვევად სცნო და სასჯელის სახით 1.000 და 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
სასამართლოზე ბრალდების მხარემ მტკიცებულების სახით წარადგინა მეტროში დამონტაჟებული და პოლიციელების სამხრე კამერის ვიდეო ჩანაწერები.
შემთხვევა 28 იანვარს მოხდა. მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობდა, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.