ოკუპირებული აფხაზეთის ჰიმნის ავტორი ვალერი ჭკადუა პედოფილიის ბრალდებით დააკავეს

ოკუპირებული აფხაზეთის ჰიმნის ავტორი ვალერი ჭკადუა პედოფილიის ბრალდებით დააკავესოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჰიმნის ავტორი ვალერი ჭკადუა პედოფილიის ბრალდებით დააკავა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პროკურატურამ გამოძიება ერთ-ერთი მასწავლებლის განცხადების საფუძველზე დაიწყო.

მის მიმართ ე.წ. გამოძიება სისხლის სამართლის ე.წ. კოდექსის 127-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვანის მიმართ ძალადობრივ სექსუალურ ქმედებას გულისხმობს.

აფხაზური მედიის ცნობით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალები არ საჯაროვდება.

ნიუპოსტი