პეტრიწის ქუჩის გზის რეაბილიტაციაზე 260 ათასი ლარი დაიხარჯება

პეტრიწის ქუჩის გზის რეაბილიტაციაზე 260 ათასი ლარი დაიხარჯებადიდ დიღომში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერმა კახა კალაძემ მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა.

სამუშაოების ფარგლებში პეტრიწის ქუჩაზე 4300 კვ.მ ასფალტის საფარი იგება, ასევე ეწყობა ბორდიურები. კახა კალაძე თავდადებულის ქუჩაზე სკვერისა და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც მოინახულებს.

პეტრიწის ქუჩაზე არსებული სამუშაოებს სამშენებლო კომპანია “ჯეუ გრუპი” აწარმოებს.

სამშენებლო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 260 000 ლარია გამოყოფილი