პოლიციამ სავაჭრო ცენტრ „თერგის“ დირექტორის მოადგილე ალექსანდრე იაშვილი დაკითხა

პოლიციამ სავაჭრო ცენტრ „თერგის“ დირექტორის მოადგილე ალექსანდრე იაშვილი დაკითხაე.წ. თერგის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცავებს ჩვენება სავაჭრო ცენტრის დირექტორმა მისცა.

ალექსანდრე იაშვილის განცხადებით მან გამოძიების ყველა კითხვას უპასუხა. ბაზრის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ მისთვის უცნობია რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება. მისივე თქმით მან დაუდასტურა სამართალდამცავებს, რომ ელექტროენერგიას მოვაჭრეები მაღაზიების დაკეტვისთანავე თიშავდნენ.

მისივე ინფორმაციით, ბაზრის ადმინისტრაცია მოვაჭრეებს ხვალ ალტერნატიულ ფართს შესთავაზებს.