რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ძებნილი რუსი დიზაინერი მიხაილ ორლოვი დააკავეს. მას 3-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ამის შესახებ ‘იმედი” წერს.
ორლოვი საზღვრის რუსულ მხარეს მაშინ დააკავეს, როდესაც სხვისი პასპორტით საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლას გეგმავდა.
დიზაინერს 3-წლიანი პატიმრობა კლუბ Barfly-ში 2 ადამიანის გარდაცვალების გამო მიუსაჯეს. 2014 წელს 2 მთვრალი სტუმრის გარდაცვალების მიზეზი დენის დარტყმა გახდა.
2015 წელს მიხაილ ორლოვს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. დიზაინერის ადვოკატმა განაჩენი გაასაჩივრა, რის შემდეგაც ის ქვეყნიდა გაუსვლელობის პირობით გაათავისუფლეს.
საქმის ხელახალი განხილვა 2017 წლის მეორე ნახევატრში დაიწყო. განაჩენის გამოტანა კი 2018 წლის 14 თებერვალს დაინიშნა.
იმ დროისთვის ორლოვი საავადმყოფოში იყო. სასამართლომ მას კვლავ 3 წელი მიუსაჯა. ამ ამბის გაგების შემდეგ დიზაინერი საავადმყოფოდან გაიქცა.
medmail.ge

