საქართველოში 37.812 ოჯახი უკიდურესად ღატაკია

საქართველოში 37.812 ოჯახი უკიდურესად ღატაკიასოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ყოველთვიურ სოციალურ დახმარებას 132.016 ოჯახი იღებს, აქედან 37.812 კი უკიდურესი სიღატაკის ზღვარს მიღმაა.

ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

– დახმარებას ქვეყნის მასშტაბით 132.016 ოჯახი იღებს, აქედან 37.812 კი უკიდურესი სიღატაკის ზღვარს მიღმაა, რაც იმას ნიშნავს, რომ არც საცხოვრებლად და არც გამოსაკვებად ელემენტარული პირობები არ გააჩნია. მძიმე მდგომარეობაა რეგიონებში. ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონში 14.736 უღარიბესი ოჯახი ცხოვრობს’, – განაცხადეს სოციალური მომსახურების სააგენტოში.