საქართველოში ხინკლის დამჭერი მოწყობილობა გამოიგონეს – ვიდეო

ხინკლის დასაჭერად საქართველოში სპეციალური მოწყობილობა „ჰოფ-ჰოფი“ შექმნეს. იდეის ავტორების თქმით, მოწყობილობის  საშუალებით შესაძლებელია ხინკალი ისე მიირთვათ, რომ თითები არ დაიწვათ, ხელი არ დაისვაროთ და წვენი არ დაგეღვაროთ.

„შიდა ზედაპირზე განლაგებული წვრილი კბილების საშუალებით „ჰოფ-ჰოფი“იკავებს ასევე წვრილ და მცირე კუჭებიან ხინკალსაც. „ჰოფ-ჰოფის“ საცალო ფასი ჯერ განსაზღვრული არ არის. ამ დროისთვის გაიყიდება მხოლოდ დიდი რაოდენობით (მინიმალური რაოდენობა 1000 ცალიდან). გაცემა საწყობიდან ან ადგილზე მიტანით“, – ვკითხულობთ სოციალურ ქსელში „ჰოფ-ჰოფის“ ოფიციალურ გვერდზე.

ინტერნეტში მოწყობილობის გამოყენების ვიდეოინსტრუქციაც გავრცელდა.

რეგინფო

ხინკლის დამჭერი მოწყობილობა გამოიგონეს

ხინკლის დასაჭერად საქართველოში სპეციალური მოწყობილობა „ჰოფ-ჰოფი“ შექმნეს. იდეის ავტორების თქმით, მოწყობილობის საშუალებით შესაძლებელია ხინკალი ისე მიირთვათ, რომ თითები არ დაიწვათ, ხელი არ დაისვაროთ და წვენი არ დაგეღვაროთ.

Gepostet von მთის ამბები / mtisambebi.ge am Freitag, 9. Februar 2018

  •  

დატოვეთ თქვენი კომენტარი