ირაკლი ჩხვირკიას დედა, პრეზიდენტს შვილის შეწყალების თხოვნით განცხადებით მიმართავს.
ციცო როსტობაია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებოდა და შესაბამის განცხადება კანცელარიაში დატოვა.
მას იმედი აქვს, რომ გიორგი მარგველაშვილი მსჯავრდებულს შეიწყალებს.
„პირადად პრეზიდენტს ვთხოვ, გაეცნოს ჩემს საბუთებს და შევიდეს ჩვენს მდგომარეობაში. მე მაქვს მოლოდინი და იმედი, რომ ბატონი პრეზიდენტი როცა გაეცნობა ამ საბუთებს, გადახედავს ამას და ჩემს განცხადებას, გულთან მიიტანს ჩემს მდგომარეობას. ჩემი შვილი არ არის ღირსი, რომ ციხეში იჯდეს. თავად მთავრობამაც იცის, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა,“ – განაცხადა ირაკლი ჩხვირკიას დედამ, ციცო როსტობაიამ.
ირაკლი ჩხვირკიას, მერაბ ღოღობერიძესთან ერთად, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაახლოებით ერთ თვის წინ, წლინახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ჩხვირკია ბათუმში, 11-12 მარტს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებით, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვისაა მსჯავრდებული

