სოფელ ვარდისუბანში 20 წლის ბიჭმა თავი მოიკლა – იგი ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თვითმკვლელობის მიზეზი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებია.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

