თავდაცვის სამინისტროს ოცმეთაური ჩამომხრჩვალი იპოვეს – რა მოხდა ტაბახმელის ტყეში

თავდაცვის სამინისტროს ოცმეთაური ჩამომხრჩვალი იპოვეს - რა მოხდა ტაბახმელის ტყეშიშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაბა ტაბახმელის ტყეში თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ქვეითი ბატალიონის ოცეულის მეთაური ჩამომხრჩვალი იპოვეს.

უწყების თქმით, 28 იანვარს ოჯახმა განაცხადა, რომ პირი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა, ხოლო 4 თებერვალს მწყემსმა მეთაური ტყეში გარდაცვილილი იპოვა. შსს-ს განმარტებით, ცხედარს ძალადობის ნიშნები არ ეტყობოდა.

გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ონ.გე