თბილისში ქვეითთა 100 ახალი გადასასვლელი მოეწყობა

თბილისში ქვეითთა 100 ახალი გადასასვლელი მოეწყობათბილისის მერია ქვეითთა უფლებების დაცვაზე მუშაობას იწყებს. დედაქალაქის მერის ინფორმაციით, გამოვლენილია 100 ლოკაცია, სადაც გზაზე უსაფრთხო გადასვლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა. დაიხაზება ე.წ. ზებრა გადასასვლელები, დამონტაჟდება ღამის LED ნათება და საჭიროების შემთხვევაში, დაემატება შუქნიშნებიც.
– ქალაქში გვაქვს ადგილები, სადაც ქუჩის ერთი მხრიდან მეორე მხარეს გადასვლა შეუძლებელია. იმიტომ, რომ ამის არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს. დღესდღეობით ჩვენ გამოვლენილი გვაქვს 100 -ზე მეტი ლოკაცია, სადაც უნდა მოეწყოს ახალი შესაბამისი ინფრასტურქტურა, დაიხაზოს და დამონტაჟდეს შუქნიშნები. გამგებლებს ვთხოვ, თავიანთ რაიონში მოახდინონ ასეთი ადგილების იდენტიფიცირება და მოგვაწოდონ ინფორმაცია, – განაცხადა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

ბიზნესმედია