– თავს დამნაშავედ არ ცნობს, არის მართალი და ვიბრძოლებთ სიმართლის დასადგენად, – ეს განცხადება თემურ გორგაძის ადვოკატმა გიორგი ქუმსიაშვილმა ე.წ. მოდულის შენობის დატოვების შემდეგ გააკეთა. ინფორმაციას 1tv-ი ავრცელებს.
ადვოკატის თქმით, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატს ბრალს ხვალ წაუყენებენ.
გიორგი ქუმსიაშვილს თემურ გორგაძის დაკავების დეტალებზე არ უსაუბრია. მისი განცხადებით, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის საკრებულოს წევრი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე დღეს დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს, მისი ნათესავის შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 7.000 ამერიკული დოლარი.

