„ვიმედოვნებ, საქართველოს სასამართლო ჩემი ექსტრადირების გადაწყვეტილებას არ მიიღებს“ – ჩაბუქი

„ვიმედოვნებ, საქართველოს სასამართლო ჩემი ექსტრადირების გადაწყვეტილებას არ მიიღებს“ - ჩაბუქიდემირელის კოლეჯის მენეჯერი Amnesty International-ის კვლევის პრეზენტაციას დაესწრო.
ცნობილია, რომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან აფგან მუხთარლისთან ერთად, მისი საქმე ადამიანის უფლებების შესაძლოდარღვევის კატეგორიაში მოხვდა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქმა Amnesty International-ს, სახალხო დამცველის აპარატსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

დემირელის კოლეჯის მენეჯერმა დღეს იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს სასამართლო მისი ექსტრადირების გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

„ვიმედოვნებ, საქართველოს სასამართლო არ მიიღებს ჩემი ექსტრადირების გადაწყვეტილებას. მჯერა, რომ საქართველო დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყანაა და თავის გადაწყვეტილებაშიც იქნება თავისუფალი”, – განაცხადა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა.