ზაზა სარალიძე – “ჩემს შვილს 12 ჭრილობა აქვს მიყენებული, 12-ვე მომაკვდინებელია ჩემთვის”

ზაზა სარალიძე - "ჩემს შვილს 12 ჭრილობა აქვს მიყენებული, 12-ვე მომაკვდინებელია ჩემთვის" „ტვ პირველმა“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა მოკლული დავით სარალიძის მამასთან ზაზა სარალიძესთან, რომელმაც გამოძიების მიმდინარეობასა და არსებულ ვერსიებზე ისაუბრა.

– ადვოკატის განცხადებასთან დაკავშირებით ერთი პრეტენზია მაქვს, იმას რომ ასაბუთებს, რომ მისმა კლიენტმა მიაყენა თუ არა სასიკვდილო ჭრილობა, ჩემთვის ყველა ჭრილობა მომაკვდინებელია. ამას ხომ ვერასდროს შევეგუები? სხვა ჭრილობა რომ არ ყოფილიყო მომაკვდინებელი, იქნებოდა თუ არა იმის ჭრილობა მომაკვდინებელი? არ მაინტერესებს, 12 ჭრილობა აქვს მიყენებული, 12-ვე მომაკვდინებელია ჩემთვის. მე მივესალმები იმას, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს, თუ ვინმემ რამე იცი, ყველამ ყველაფერი უნდა თქვას, – აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

ნიუპოსტი