ნუგზარ კახიძის მკვლელი 2 პისტოლეტით ისროდა და ფეხზე ბახილები ეცვა – ახალი დეტალები

ნუგზარ კახიძის მკვლელი 2 პისტოლეტით ისროდა და ფეხზე ბახილები ეცვა - ახალი დეტალებიბიზნესმენ ნუგზარ კახიძის მკვლელობის ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

„კურიერის“ ინფორმაციით მკვლელი “მაკაროვისა” და “ბერეტას” ტიპის იარაღებიდან ისროდა და აქედან ერთ-ერთს მაყუჩი ჰქონდა. არსებობს ვერსიაც, რომ თავდამსხმელს სახლში მყოფი კიდევ ერთი ქალის მოკვლაც ჰქონდა განზრახული, თუმცა ტყვიები დაუმთავრდა.

გარდა ამისა, მკვლელს ფეხზე ბახილები ეცვა, ხელებზე კი  ხელთათმანები ეკეთა.

კიდევ ერთი დეტალი, მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე გარდაცვლილ ნუგზარ კახიძეს ვარკეთილის ბაზრობაზე არსებულ მის ბიზნესთან დაკავშირებით საქმიანი გარჩევაც ჰქონდა.

გარდაცვლილი ბიზნესმენის თანამშრომლები ადასტურებენ, რომ ნუგზარ კახიძეს სასამართლო დავა ჰქონდა ერთ-ერთ შპს-სთან.

– სასამართლო დავები კი არის, მაგრამ სასამართლო დავა მკვლელობას ხომ არ ნიშნავს, – განაცხადა ერთ-ერთმა თანამშრომლებმა.

ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე საკუთარ სახლში 30 წლის მამაკაცმა გუშინ მოკლა, მას 7 ტყვია ესროლეს.

ბინაში მყოფი ქალის დაკითხვა პოლიციის განყოფილებაში გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.

ასევე, ჩვენება მისცეს კახიძის ბიზნესპარტნიორებმა.