15 ათასამდე ქალს ორსულობისას ფიზიკური ძალადობა განუცდია – კვლევა საქართველოში

15 ათასამდე ქალს ორსულობისას ფიზიკური ძალადობა განუცდია - კვლევა საქართველოშიიმ ქალების 2%-მა, რომელიც ოდესმე ყოფილა ორსულად, განაცხადა, რომ განუცდია ფიზიკური ძალადობა მინიმუმ ერთი ორსულობის დროს. საქართველოს მასშტაბით ეს მაჩვენებელი დაახლოებით, 15 000 ქალს უდრის.

მათგან 37% განაცხადა, რომ ორსულობის დროს მუცელში ჩაარტყეს მუშტი ან წიხლი. ქალების 64%, რომელმაც ორსულობის დროს ცემის შესახებ განაცხადა, ამბობს, რომ ცემა იყო ძალადობის მიმდინარე ციკლის ნაწილი, რომელსაც ერთი და იგივე პირი ახორციელებდა. უფრო მეტიც, 6%-მა განაცხადა, რომ ძალადობა ორსულობის დროს გამწვავდა.

ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოსი გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის ერთობლივი ძალისხმევით, ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა. საველე სამუშაოები 2017 წელს ჩატარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით 15-64 წლის 6006 ქალი და 1601 კაცი გამოკითხეს.