157-ე სკოლაში პატრული გამოიძახეს – რა მოხდა სპორტის გაკვეთილზე

157-ე სკოლაში პატრული გამოიძახეს - რა მოხდა სპორტის გაკვეთილზეინციდენტი მოხდა თბილისის 157-ე საჯარო სკოლაში. ადგილზე მუშაობდნენ როგორც საპატრულო პოლიციის, ასევე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.

არსებული ინფორმაციით დღეს ერთმანეთს ორი მერვეკლასელი დაუპირისპირდა. ფიზიკური დაპირისპირება სპორტის გაკვეთილის დროს მერვეკლასელებს შორის მოხდა, შედეგად ერთი მოზარდი დაშავდა, მას სახის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. თუმცა დაზიანებები მსუბუქი აღმოჩნდა და არასრულწლოვნის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა საჭირო არ გახდა.

ორივე მოზარდი ამ დროისათვის სახლში იმყოფება.

შემთხვევას რამდენიმე თვითმხილველი ჰყავს, თანაკლასელებისა და მასწავლებლის სახით.

ნიუპოსტი