ბაღდათის ყოფილი გამგებელი ნიკოლოზ ჟვანია საირმის გზაზე 5-მა ადამიანმა ცემა – ჟვანია ამას თემურ კოხოძეს აბრალებს

ბაღდათის ყოფილი გამგებელი ნიკოლოზ ჟვანია საირმის გზაზე 5-მა ადამიანმა ცემა - ჟვანია ამას თემურ კოხოძეს აბრალებსბაღდათის რაიონის ყოფილ გამგებელს, ნიკოლოზ ჟვანიას, საირმის გზაზე ხუთი ადამიანი დაესხა თავს და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდა. მისი მდგომარეობა მძიმეა და დაზარალებული საავადმყოფოში იმყოფება.

ქრონიკასთან საუბარში, ნიკოლოზ ჟვანია ამ ინციდენტს ბიზნეს-დავას უკავშირებს და ხელს ყოფილ მაჟორიტარს, თემურ კოხოძეს ადებს.

თავად კოხოძე მომხდართან რაიმე კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

თემურ კოხოძე თეგეტა მოტორსის ერთ-ერთი მეპატრონე და მისი გენერალური დირექტორია.

საქმეზე პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.