“ბავშვს ახრჩობდა, სატანას უნდა შეგწიროო” – რას ჰყვებიან ლიფტში თავდასხმის შედეგად დაშავებული მოზარდის ახლობლები

"ბავშვს ახრჩობდა, სატანას უნდა შეგწიროო" - რას ჰყვებიან ლიფტში თავდასხმის შედეგად დაშავებული მოზარდის ახლობლებითბილისის ერთ-ერთ რაიონში, ლიფტში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაშავებული 13 წლის მოზარდის ახლობლები შემთხვევის დეტალებზე საუბრობენ.მოზარდი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. მისი მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების თქმით, თვალზე ქირურგიული ჩარევა აღარ დასჭირდა, თუმცა დაშავებულს ტვინის შერყევა, მხედველობის პრობლემა და სისხლჩაქცევები აღენიშნება.
ძალადობის ფაქტზე სამართალდამცველებმა 22 წლის აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
დაშავებულის ოჯახის წევრები კატეგორულად გამორიცხავენ, რომ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას. ისინი მომხდარს ე.წ. სატანურ რიტუალს უკავშირებენ.
– სატანას უნდა შეგწიროო და ახრჩობდა თურმე… არავითარი გაუპატიურება, ეს იქ გავრცელდა, რადგან ნაბრძოლი იყო. თოკით ახრჩობდა და თვალებში ჩაარტყა, – აცხადებს მოზარდის ოჯახის წევრი.
დაშავებულის ახლობლების ნფორმაციით, დაკავებული, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, იმავე სადარბაზოში ცხოვრობდა, სადაც თავდასხმა მოხდა.

ნიუპოსტი