“ბლექსი არენასთან” პოლიციამ 2 მამაკაცი მიკროავტობუსიდან გინებით და ცემით გადმოათრია და დააკავა”

“გურიის მოამბის” ინფორმაციით, 15 მარტს, საღამოს 21 საათისთვის, ოზურგეთისა და წყალწმინდის პოლიციამ სამგზავრო მიკროავტობუსიდან ორი საშუალო ასაკის მამაკაცი გადმოიყვანა და დააკავა.

როგორც ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით სამართალდამცავებმა თბილისიდან ქობულეთისკენ მიმავალი მიკროავტობუსი “ბლექსი არენასთან” გააჩერეს, ორი შუა ხნის მამაკაცი გინებითა და ცემით გადმოიყვანეს, ასფალტზე დააგდეს, დაადეს ხელბორკილები და წაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, ორივე მამაკაცი ნარკოდანაშაულისთვის არის დაკავებული და გამოძიება სსკ 260-ე მუხლით მიმდინარეობს.