ბორჯომის ტყეში ბანგლადეშის 2 მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. ცნობა ექსკლუზიურად “იმედის დილამ” მოიპოვა. გარდაცვლილის ნათესავებს კი “იმედის კვირა” შეხვდა.
საზღვრის გადაკვეთას ბანგლადეშის 6 მოქალაქე ცდილობდა. ერთ-ერთი მათგანი ქართველმა მესაზღვრემ იპოვა და სიკვდილს გადაარჩინა. მათგან 2 ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ნიალას ველზე თოვლში გაიყინა და გარდაიცვალა.
ბანგლადეშის მოქალაქის თქმით, თურქეთში არალეგალურად გადასასვლის მიზნით, საქართველოში მცხოვრებ თანამემამულეს, სახელად კაჯარს დაუკავშირდა და 2.500 დოლარი გადაუხადა.
შემთხვევა დაახლოებით ორი კვირის წინ მოხდა.
გუშინ კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს 2, უზბეკეთის 1 და ბანგლადეშის რესპუბლიკის 4 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

