დავით როსტომაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულების ახლობლები მოსამართლე ნათია გუდაძის მოხსნას ითხოვენ

დავით როსტომაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულების ახლობლები მოსამართლე ნათია გუდაძის მოხსნას ითხოვენმსახიობ დავით როსტომაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულის ოჯახის წევრებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქცია გამართეს.

დაკავებულების ახლობლები ამბობენ, რომ მოსამართლემ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო და ის აუცილებლად უნდა გადადგეს.

– ნათია გუდაძის მოხსნას მოვითხოვთ. ნათია გუდაძისნაირი დამღუპველი მოსამართლეები არ უნდა არსებობდნენ ქვეყანაზე. ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ სამართალს არ ვიპოვით, რომ იქ ყაჩაღობა არ ყოფილა, – განაცხადა ბექა კირვალიძის დედამ, ლია ბეჟაშვილმა.

აქციის მონაწილეები საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვენ.

– არავის ვემუქრები, მაგრამ უბედურებას დავმართებ ჩემს თავსაც და სხვასაც, მოვითხოვ, რომ საქმეში ჩაიხედონ, – განაცხადა ზურა ქუთელიას მამამ, კობა ქუთელიამ.

რუსთავი 2