დიდუბეში მიწისქვეშა გადასასვლელის ტენდერი შეწყდა

დიდუბეში მიწისქვეშა გადასასვლელის ტენდერი შეწყდათბილისის მერია დიდუბეში, ჯანდაცვის სამინისტროს მიმდებარედ ტრანსპორტის ქუჩაზე მიწისქვეშა გადასასვლელის გაკეთებას ფიქრობდა და ამ მიზნით ტენდერიც გამოაცხადა, თუმცა, მანამ, სანამ წინადადებების მიღება დაიწყებოდა, ტენდერს შეწყვეტილის სტატუსი მიანიჭეს.
მერიის ცნობით, პიკის საათებში აღნიშნულ ტერიტორიაზე ქვეითად მოსიარულეთა დიდი ნაკადი გადაადგილდება, კონკრეტულად კი საათში 2.500-3.000 ქვეითი.
სატრანსპორტო და ქვეითთა ნაკადების გასამიჯნად დედაქალაქის მთავრობამ 13 მეტრი სიგრძის და 4,5 მეტრი სიგანის მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობა გადაწყვიტა, თუმცა ტენდერი მოულოდნელად შეწყდა.

ბიზნესმედია