გახარია – სამსონ ქუთათელაძის მკვლელობას მალე გავხსნით

გახარია - სამსონ ქუთათელაძის მკვლელობას მალე გავხსნით15 იანვარს საკუთარ სამუშაო კაბინეტში მოკლულ სამსონ ქუთათელაძის საქმეზე გამოძიება დასკვნით ეტაპზეა.

ამის შესახებ ინფორმაციას, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ავრცელებს.

მინისტრის თქმით, საქმეზე კონკრეტული შედეგები უახლოეს მომავალში იქნება.

– სამსონ ქუთათელაძის საქმეზე გამოძიება დასკვნით ეტაპზეა გასული და უახლოეს პერიოდში გვექნება კონკრეტული შედეგები ამ დანაშაულთან მიმართებაში,- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში.

გენერალი სამსონ ქუთათელაძე საკუთარ სამუშაო კაბინეტში 15 იანვარს მოკლეს. მომხდარზე ამ დრომდე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.